• 05-03-2024
    “კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ…” - ილია თოფურიას დედა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
    “კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ…” - ილია თოფურიას დედა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

    როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურია საქართველოს ისტორიაში პირველი UFC-ის ჩემპიონი გახდა.

    ილიას დედამ, ინგა ბენდელიანმა სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

    “დაცლილი ვარ ემოციებისგან,სიამაყე და მადლიერების გრძნობა შეუძლებელია სიტყვებით გამოვხატო. ყველას დიდი მადლობა ამ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის

    ასობით ადამიანს ფიზიკურად ვერ გაგეცით პასუხი. ყველა მესიჯი წავიკითხე თვალცრემლიანმა და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ის გზა, რაც გამოვიარე, ამ ყველაფრისთვის ღირდა. მადლობა და დაგლოცოთ უფალმა”. - წერს ინგა ბენდელიანი.

    შეგახსენებთ, რომ ქალბატონმა ინგამ ილიას სპორტულ წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები