• 05-03-2024
    "უფრო ადრე უნდა ამოესტვინა" - პიკემ მანსანოს ქმედება შეაფასა
    "უფრო ადრე უნდა ამოესტვინა" - პიკემ მანსანოს ქმედება შეაფასა

    მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" შეხვედრის ბოლოს, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხესუს ხილ მანსანომ "ბლანკოსს" შეტევა, რომელსაც გოლი მოჰყვა არ დაასრულებინა და მადრიდელებმა ქულები დაკარგეს. 

    ესპანელის ამ გადაწყვეტილებას მედიაში დიდი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელისგან, ხერარდ პიკესგან. 

    მან განაცხადა, რომ მანსანოს ეს ქმედება აშკარა შეცდომა იყო: 

    "ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის მსგავს რამეს შევება. მესმის, მადრიდელებს შეუძლიათ ეს ქმედება გაარპოტესტონ" 

    "ჩემი აზრით მას უფრო ადრე უნდა ამოესტვინა, ეს გვიანი იყო. მატჩის დასრულება როდესაც გუნდი შეტევაშია არასწორია", - თქვა პიკემ.

    Facebook კომენტარები