• 15-03-2024
    "მინდა იმ ხალხს დავუმტკიცო ჩემი შესაძლბელობები, ვისაც ეჭვი ეპარებოდა” - ინტერვიუ რეზი ხინჩიაშვილთან
    "მინდა იმ ხალხს დავუმტკიცო ჩემი შესაძლბელობები, ვისაც ეჭვი ეპარებოდა” - ინტერვიუ რეზი ხინჩიაშვილთან

    როგორც მოგეხსენებათ, პოლონეთში სათამაშოდ ბოლო პერიოდში არაერთი ქართველი მოთამაშე წავიდა.

    ამჯერად, პოლონური “ლეხიას” შემადგენლობაში 23 წლის ქართველი მოთამაშე, რეზი ხინჩიაშვილი ჩაირიცხა.

    რეზიმ საფეხბურთო კარიერა “ამერში” დაიწყო, შემდეგ კი თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა. 

    ამის შემდეგ ხინჩაშვილი თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაში ასპარეზობდა, სადაც 18 შეხვედრის ჩატარებაც შეძლო.

    ახალგაზრდა ნახევარმცველმა ახალ გუნდში თავის დამკვირდება მალევე მოახერხა და მისი მიზანი კი მისი გულშემატკივრების გახარება გახლავთ.

    Footballnews-მა ახალგაზრდა ფეხბურთელთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში ხარ და როგორ გრძნობ თავს? 

    – თავს მშვენივრად ვგრძნობ, 2 თამაში ჩავატარე უკვე და ვუბრუნდები სასურველ ფორმას.

    – პირველად ჩაირიცხე უცხოურ კლუბში, რა შეგრძნებაა შენთვის?

    – კი ესეც არის, ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამით ძალიან მოხარული ვარ. ამ გარემოებებით და შესაძლებლობით.

    – თანაგუნდელებმა როგორ მიგიღეს, ადაპტაცია როგორ მიდის?

    – თანაგუნდელებს რაც შეეხება, მსგავსი დახვედრა არასდროს მიგვრძვნია. პირველივე დღიდან თავიანთ ოჯახში მიმიღეს და ადაპტაციაშიც მეხმარებიან, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს.

    – კიდევ ერთ ქართველთან, გიგი ბაიდარაშვილთან ერთად გიწევს თამაში, ეს ამბავი რამდენს ნიშნავს შენთვის?

    – დიახ, მე და გიგი ბავშობიდან ერთად მოვდივართ ასე რომ, ძალიან მეხმარება ბევრ რამეში, ვარჯიშებსა და თამაშებზე ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ და ვამხნევებთ.

    – მთავარ მწვრთნელს როგორ შეაფასებდი?

    – ჯერ კიდევ გაცნობის ეტაპზე ვართ, დადებითად რასაკვირველია. ძალიან მეხმარება, მას ძალიან სურს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდე და განვვითარდე, თამაშის შემდეჰ ყოველთვის მოდის ჩემთან და მესაუბრება თუ რა გავაკეთე კარგად და რა შეცდომები მქონდა.

    – სხვა ვარიანტი თუ გქონდა და რატომ გადაწყვიტე ლეხიაში წასვლა?

    – საქართველოდან იყო რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ მინდოდა მეცადა ჩემი თავი ევროპაში.

    – ქართველ გულშემატკივარს რომ გააცნო თავი, რომელ პოზიციაზე ასპარეზობ.

    – ჩემი პოზიცია არის შუა ნახევარმცველი. გამოკვეთილი 6 ნომერი, ტიპური საყრდენი ვარ.

    – ლოკომიტივში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

    – ზუსტად 2 წელი გავატარე ლოკომოტივში, ჩემთვის ძალიან მაგარი პერიოდი იყო, როგორც კარიერის მხრივ, ისე გარემოებებით, ყველას მადლობას ვუხდი გაწეული სამსახურისთვის.

    – სად და როგორ დაიწყე ფეხბურთის თამაში?

    – 6 წლის ასაკში მამაჩემის დაჟინებული გადაწყევიტილებით, საფეხბურთო კლუბი ამერი იყო. მაშინ მათ ყავდათ აკადემია, სადაც ჩემი  პირველი ნაბიჯები გადავდგი.

    – შენი საფეხბურთო კუმირი?

    – ასე კუმირი არავინ არ მყავს, მაგრამ მყავს გამორჩეული რამდენიმე ფეხბურთელი. ერთ-ერთი კრისტიანოა, რომელსაც ბავშობიდან ვუყურებ და ჩემი პოზიციიდან გამომდინარე როდრის დავასახელებ.

    – რა არის შენი მოტივაცია?

    – ჩემი მოტივაცია ის არის, რომ დავუმტკიცო იმ ხალხს ვისაც ჩემში ეჭვი ეპარებოდა, ასე ვიტყოდი მოტივაციას მაძლევს ბევრი წარუმატებლობა.

    – რა არის შენი ოცნება?

    – ალბათ ის, რომ რა სფეროშიც ვარ და რამდენი წელიც შევალიე ამ ყველაფერს. მინდა რომ ფეხბურთმაც მომცეს იგივე, რაც მე გავიღე მისთვის. ვგულისხმობ წარმატებას, ასე დავარქმევდი ოცნებას.

    Facebook კომენტარები