• 17-03-2024
    1000 ლარი სტანდარტული ფასია - რა ხდება საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის ბილეთებზე გადამყიდველებთან ერთი კვირით ადრე
    1000 ლარი სტანდარტული ფასია - რა ხდება საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის ბილეთებზე გადამყიდველებთან ერთი კვირით ადრე

    როგორც მოგეხსენებთ, 21 მარტს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლე-ოფში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

    მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმრთება, სადაც ბილეთები არასრულ 1 დღეში გაყიდა. ნაკრები სტადიონზე სრულ ანშლაგს ელოდება.

    მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, ხალხი კვლავ ყიდის ბილეთებს, სადაც ფასი საკმაოდ მომატებულია.

    შავ ბაზარზე საქართველო - ლუქსემბურგის მატჩის ბილეთების სტანდარტული ფასი 1000 ლარია.

    აქვე მოგახსენებთ, რომ ოფიციალურად ეს ბილეთები 10, 20, 30 და 50 ლარად გაიყიდა.

    Facebook კომენტარები