• 20-04-2024
    "ისინი ადამიანები არიან და არა მანქანები" - პეპმა ჰალანდის არყოფნა განმარტა
    "ისინი ადამიანები არიან და არა მანქანები" - პეპმა ჰალანდის არყოფნა განმარტა

    პეპ გუარდიოლამ ერლინგ ჰალანდი ასოციაციის თასის ნახევარფინალის განაცხადის მიღმა დატოვა, რისი მიზეზიც, ნორვეგიელის გასულ ტურში მოედნის ნაადრევად დატოვებაა.

    "ჩელსისთან" გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გუარდიოლამ თქვა: "ერლინგმა რაღაც იგრძნო, მას კუნთის პრობლემა ჰქონდა და სწორედ ამიტომაც თქვა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ექიმების თქმით მას მცირედი დაზიანება მართლაც ჰქონდა, რისთვისაც დასვენება აუცილებლად სჭირდება".

    "მატჩების რაოდენობა, რასაც ჩვენ ბოლო ორი სეზონია ვატარებთ, ძალიან ბევრია, სწორედ ამიტომაც, ფეხბურთელები სრულიად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ, ეს კი ჩვენი თამაშის ხარიხსზე დიდ ზეწოლას ახდენს. ისინი ადამიანები არიან და არა მანქანები." განაცხადა "სიტის" თავკაცმა.

    პეპმა ასევე დაამატა: "ჰალანდი ტრავმირებულია, არ ვფიქრობ, რომ რაიმე სერიოზულია, მაგრამ დღეს თამაშს ვერ შეძლებს და მეეჭვება მომდევნო მატჩშიც დაგვეხმაროს."

    არსებობს იმის შანსიც, რომ ჰალანდი "მანჩესტერ სიტის" შემდეგ მატჩსაც გამოტივებს.

    Facebook კომენტარები