• 26-04-2024
    "არტეტამ ფორმულას მიაგნო" - ჰოვარდმა "არსენალზე" ისაუბრა
    "არტეტამ ფორმულას მიაგნო" - ჰოვარდმა "არსენალზე" ისაუბრა

    Daily Mail-თან საუბრისას ტიმ ჰოვარდმა "არსენალზე" და მათ განვითარებაზე ისაუბრა.

    "მე "არსენალს" პრემიერ ლიგის მოსაგებად ზედიზედ 2 სეზონია ვგულშემატკივრობ. გასულ წელს შევცდი და დიდია შანსი, რომ მიკელ არტეტამ სეზონი კვლავ უტიტულოდ დაასრულოს.

    "თუმცა იქნება თუ არა ეს გუნდისა და მწვრთნელის წარუმატებლობა? მე ასე არ ვფიქრობ.  ძალიან ცოტა კლუბმა შეძლო ის, რაც "ლესტერმა" გააკეთა. ძალიან ცოტა გუნდი ჩნდება და მოულოდნელად ახერხებს დიდი ტიტულების მოგებას."

    "გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მიუახლოვდეს მიზანს და დამარცხდეს. შემდეგ კლავ იგივე გაიმეოროს და ისევ დამარცხდეს, სანამ საბოლოოდ  საწადელს არ მიაღწევს. "მანჩესტერ სიტიმაც" მსგავსი გზა გაიარა."

    "ასევე დიდი დრო დასჭირდა "ლივერპულსაც" იმისათვის, რომ დაბრუნებულიყო მაღალ საფეხურზე. ასე რომ, ეს არ არის წარუმატებლობა, ეს განვითარებისა და ზრდის გზაა, თუ წელს არა, მომავალ წელს ან იმის შემდეგ წელს , მაგრამ დარწმუნებული ვარ, "არსენალი" აუცილებლად მიაღწევს მიზანს. ეს გუნდი ახალგაზრდაა და ამის გაკეთება შეუძლიათ. არტეტამ ამის ფორმულას მიაგნო." განაცხადა ჰოვარდმა.

    შეგახსენებთ, რომ არსენალმა ჩემპიონთა ლიგიდან დაბრუნების შემდეგ ორი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "ვულვერჰემფტონისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ და ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის ცხრილს 77 ქულით სათავეში უდგას.

    Facebook კომენტარები