• 26-04-2024
    კვარას მხარე 4 მილიონზე უარზეა - რას ითხოვს მამუკა ჯუღელი "ნაპოლისგან"
    კვარას მხარე 4 მილიონზე უარზეა - რას ითხოვს მამუკა ჯუღელი "ნაპოლისგან"

    იტალიურ მედიაში "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

    როგორც იწერება, "პარტენოპეი" ქართველ თავდამსხმელს წლიურ ანაზღაურებად 4 მილიონ ევროს სთავაზობს.

    რაც შეეხება ხვიჩას მხარის მოთხოვნას, ირკვევა, რომ ქართველის გარემოცვა 5 მილიონს ითხოვს.

    აქვე საგულისხმოა ის მომენტიც, რომ სიტუაციას კატალონიის "ბარსელონა" ყურადღებით აკვირდება და ის ფაქტი, რომ ნეაპოლელები შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ალბათობით ვერ იასპარეზებენ, მოლაპარაკებების დროს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება.

    ცნობისთვის, ხვიჩას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები