• 28-04-2024
    კეინის მორიგი რეკორდი - ინგლისელი დაფრინავს
    კეინის მორიგი რეკორდი - ინგლისელი დაფრინავს

    ჰარი კეინმა თავის სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგის ისეთი რეკორდი დაამყარა, რამაც შესაძლოა დროს გაუძლოს. 

    მიუხედავად "ბაიერნის" არც თუ ისე სახარბიელო სეზონისა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, კეინის მიღწევა შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. მან უკვე შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში 35 გოლი გაიტანა. 

    რაც შეეხება რეკორდს, მას შემდეგ, რაც "რეკორდმაისტერმა" სახლში "აინტრახტი" 2-1 დაამარცხა, ჰარი კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონში გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა ყველა შესაძლო 17 მეტოქის წინააღმდეგ. 

    მისი ბოლო სამიზნე სწორედ "არწივები" გახლდათ, რომელთა კარი ინგლისელმა ორჯერ აიღო. გერმანიაში ერთადერთი გუნდი, რომლის კარიც ჯერ ჰარის არ აუღია "ფრაიბურგია". 

    კეინი მიზნად ჩემპიონთა ლიგის "ბაიერნთან" ერთად მოგებას ისახავს, რაც ცალსახად ინგლისელის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. მან მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის "რეალის" კარის დალაშქვრას არაერთხელ მოახერხებს. 

    ფაქტია "გერმანულ მანქანას" ამ ბარიერის დაძლევა ძალიან გაუჭირდება, გუნდში ტრავმირებულთა მაღალი რაოდენობის გამო, თუმცა გამორიცხული არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგას ეხება.

    Facebook კომენტარები