• 29-06-2023
    ქუთაისის "ტორპედომ" 3 ახალი ფეხბურთელი და მწვრთნელი დაიმატა - ქუთათურები ძლიერდებიან
    ქუთაისის "ტორპედომ" 3 ახალი ფეხბურთელი და მწვრთნელი დაიმატა - ქუთათურები ძლიერდებიან

    ქუთაისის "ტორპედომ" გუნდის სამწვრთნელო შტაბში ახალი წევრი და 3 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ქუთათრებმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს. 

    სამწვრთნელო შტაბის ახალწვეული პორტუგალიელი, ნილტონ ტეროსო გახლავთ, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტობას შეითავსებს.

    გეტყვით, რომ მას არაერთ ევროპულ კლუბში უმუშავია, კარიერის დიდი ნაწილი კი ინგლისში, "კარდიფში" აქვს გატარებული.

    რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, "ტორპედომ", სერბი ფილიპ კლიაიჩი, ავღანელი რაჰმატ აკბარსა და კამერუნელი ეკონგოლო ნკუმბა დაიმატა. შესაძლაო ისინი 30 ივნისს ბათუმის "დინამოსთან" გასამართ საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალის განაცხადში მოხვდნენ.

    აღსანიშნავია, რომ ქუთაისელები ამით სატრანსფერო პოლიტიკას არ ასრულებენ, ისინი კიდევ გეგმავენ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას.

    Facebook კომენტარები