• 29-06-2023
    ცნობილია! - რა თანხას მიიღებს ბათუმის “დინამო” ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერიდან
    ცნობილია! - რა თანხას მიიღებს ბათუმის “დინამო” ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერიდან

    როგორც მოგეხსენებათ, ფრანგულმა “ბორდომ” ბათუმის “დინამოდან” 22 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი გამოისყიდა.

    ბევრ გულშემატკივარს აინტერესებდა, თუ რა თანხას მიიღებს შავიზღვისპირული გუნდი დავითაშვილის სანაცვლოდ. girondins4ever-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის “დინამო” ამ ტრანსფერიდან 1.25 მილიონ ევროდ მიიღებს.

    ცნობისთვის, დავითაშვილმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2027 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ 22 წლის მოთამაშემ გასულ სეზონში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები