• 11-06-2024
    შოთა არველაძე: "ჟოზეს ხვიჩასთან ჩხუბის შესახებ ვკითხე, რაზეც მან ეს მიპასუხა"
    შოთა არველაძე: "ჟოზეს ხვიჩასთან ჩხუბის შესახებ ვკითხე, რაზეც მან ეს მიპასუხა"

    ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ გადაცემა "ორშაბათობაში" საინტერესო ისტორია გაიხსენა.

    კერძოდ, მან ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს კონფლიქტზე ისაუბრა.

    "ჟოზეს შევხვდი და კვარაზე ვკითხე... ვუთხარი, შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა-მეთქი. 

    "მიპასუხა, რამდენჯერმე ისე დაეცა, გაფორმება სცადაო და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძალიან დიდი ხარო. 

    "ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა გინებას, სანამ ხვიჩას ლოყებზე არ მოეფერე-თქო", - განაცხადა არველაძემ.

    Facebook კომენტარები