• 30-07-2023
    "ლაციოს" პრეზიდენტმა განაცხადა, რატომ არ შედგა ფრედის ტრანსფერი: "მისი ყიდვა მინდოდა, მაგრამ.."
    "ლაციოს" პრეზიდენტმა განაცხადა, რატომ არ შედგა ფრედის ტრანსფერი: "მისი ყიდვა მინდოდა, მაგრამ.."
    Author of the article
    Aa

    ფრედი ახალი კლუბის ძებნას აგრძელებს, თუმცა ბრაზილიელი ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხება.

    "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტის შეთანხმების მიუხედავად, თურქული კლუბი საკმარის თანხას არ იხდის.

    კიდევ ერთი დაინტერესებული გუნდი "ლაციო" იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა ისაუბრა.

    "მე მზად ვიყავი მანჩესტერ იუნაიტედთან მოლაპარაკებები დამეწყო და ფრედის სანაცვლოდ შეთავაზება გამეკეთებინა.

    მისი ტრანსფერი მსურდა, მაგრამ ამაზე უარი მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თქვა, მას ფრედი არ აინტერესებს", - განაცხადა კლაუდიო ლოტიტომ.

    "იუნაიტედი" ფრედს დაახლოებით 20 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ამდენს არავინ იხდის.

    Facebook კომენტარები