• 26-11-2023
    პედრი: "მესმის, თუ რას გრძნობს ახლა გავი"
    პედრი: "მესმის, თუ რას გრძნობს ახლა გავი"
    Author of the article
    Aa

    Barca TV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა ახალგაზრდა თანაგუნდელის, პაბლო გავის შესახებ ისაუბრა.

    "მინდა, რომ გავის დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო.

    მას ძალიან რთული პერიოდი უდგას. მესმის, ეს რას ნიშნავს და ტკივილის შეგრძნებაც ნაცნობია ჩემთვის. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება ფეხბურთელს შეემთხვას.

    პაბლოს ყველანი უნდა დავეხმაროთ. გუნდი მისი არყოფნით ბევრს დაკარგავს. იგი ძალიან ძლიერია და კლუბი ძალიან უყვარს," - თქვა პედრიმ.

    შეგახსენებთ, რომ 19 წლის გავიმ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ფეხბურთს იგი 9 თვით ჩამოშორდა.


    Facebook კომენტარები