• 13-01-2024
    კიმიხი: "ბაიერნზე" ვარ ფოკუსირებული"
    კიმიხი: "ბაიერნზე" ვარ ფოკუსირებული"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ვარსკვლავი, იოზუა კიმიხი კი პოტენციურ სამიზნეთა შორის ისევ სახელდება.

    28 წლის ფეხბურთელს მოარული ხმების შესახებ პირდაპირ ჰკითხეს.

    "მე მხოლოდ "ბაიერნზე" ვარ ფოკუსირებული. ჩემთვის, ეს ზამთარში განსახილველი საკითხი საერთოდ არაა. 

    რაღაც ეტაპზე კლუბი დამიკავშირდება და ამას ერთმანეთთან განვიხილავთ და არა მედიასთან," - თქვა იოზუამ. ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ უკანასკნელი წინადადება "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეხებოდა.

    სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა "ბარსას" ცენტრალურმა მცველმა, რონალდ არაუხომაც, რომლითაც ბავარიული გრანდია დაინტერესებული.

    კიმიხს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში გერმანელის მონაგარი 1 გოლი და 6 ასისტია.

    Facebook კომენტარები