• 21-02-2024
    ოფიციალურად: ტუხელი "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დატოვებს
    ოფიციალურად: ტუხელი "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დატოვებს
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ თომას ტუხელი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

    გერმანელ სპეციალისტს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს, თუმცა იგი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეწყდება.

    ტუხელის ხელში მიუნხენელებს ზედიზედ 3 მატჩი აქვთ წაგებული. ბევრი ელოდა, რომ კლუბი მას ახლავე დაემშვიდობებოდა, თუმცა ბავარიელებმა 55 წლის მწვრთნელის ივნისამდე შენარჩუნება გადაწყვიტეს.

    თომასის მთავარი ამოცანა ახლა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა იქნება, რადგან მერვედფინალის პირველი მატჩი გუნდმა რომში, "ლაციოს" წინააღმდეგ, ანგარიშით 0:1 წააგო. რაც შეეხება ბუნდესლიგას, ლიდერ "ლევერკუზენს" მიუნხენელები 8 ქულით ჩამორჩებიან და ტიტულის დაცვის შანსსაც უფრო და უფრო იმცირებენ.

    შეგახსენებთ, რომ ტუხელმა "ბაიერნი" 2023 წლის მარტში ჩაიბარა. "ალიანც არენას" ბინადრებთან ერთად მან ბუნდესლიგის 2022/2023 წლების სეზონის მოგება იზეიმა.

    Facebook კომენტარები