• 01-03-2024
    "ბაიერნმა" იანვარში არაუხოს შეძენა ორჯერ სცადა
    "ბაიერნმა" იანვარში არაუხოს შეძენა ორჯერ სცადა
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონამ" მიუნხენის "ბაიერნისგან" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შეთავაზება მიიღო, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო.

    წყაროს თანახმად, "რეკორდმაისტერი" რონალდ არაუხოში ჯერ 70+20 მილიონ ევროს იხდიდა (ფიქსირებული+ბონუსები), შემდეგ კი 80+10 მილიონს, თუმცა ორივე წინადადება უარით იქნა გასტუმრებული.

    "ბლაუგრანას" ურუგვაელ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა. 14 თებერვალს დეკუ რონალდის აგენტს შეხვდა და მხარეთა შორის აზრთა თანხვედრა იგრძნობოდა. მომდევნო კვირებში კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული. MD-ს ვარაუდით, არაა გამორიცხული, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" რონალდს ხელშეკრულების გახანგრძლივება ახლავე შესთავაზონ.

    გარდა ეკონომიკური საკითხისა, არაუხოს სპორტული პროექტიც აინტერესებს. 24 წლის მცველს უნდა დარწმუნებული იყოს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში დარჩება.

    ურუგვაელს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მწვერვალზე აყვანა სურს, ამისათვის კი ჯეროვან ხელშეწყობას ელოდება.

    ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში რონალდმა 1 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები