• 25-07-2023
    რონალდუ "იუნაიტედის" ფეხბურთელს დაუკავშირდა და "ალ-ნასრიში" ტრანსფერი შესთავაზა
    რონალდუ "იუნაიტედის" ფეხბურთელს დაუკავშირდა და "ალ-ნასრიში" ტრანსფერი შესთავაზა
    Author of the article
    Aa

    Sky Sports-ის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელს "ალ-ნასრიში" ეპატიჟება.

    რონალდუმ პირადად დაურეკა ერიკ ბაილის და კოტ-დიუარელ ფეხბურთელს საუდის არაბეთში გადასვლა შესთავაზა.

    პორტუგალიელმა ცენტრალურ მცველს ლიგისა და იქაურ ცხოვრებაზე უამბო, რათა "ალ-ნასრიში" ტრანსფერში დაარწმუნოს.

    საქმე იმაშია, რომ ერიკის დამატება ორ არაბულ კლუბს სურს, მან კი არჩევანი უნდა გააკეთოს.

    "ალ-ნასრის" მალე "იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ალექს ტელესი შეუერთდება, რომლის ტრანსფერიც შეთანხმებულია.

    Facebook კომენტარები