• 11-03-2024
    მარტინელის "პორტუსთან" თამაში საეჭვოა
    მარტინელის "პორტუსთან" თამაში საეჭვოა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ჩაატარებს და შინ "პორტუს" დაუპირისპირდება. ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა "მეთოფეებმა" პორტუგალიაში გერსონის საოცარი გოლით წააგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ მათ ქამბექის შესრულება დასჭირდებათ.

    დიდი ალბათობით, "ემირეიტსზე" ჩამოსული "დრაკონების" დამარცხება ლონდონელებს თავიანთი ბრაზილიელი ვარსკვლავის, გაბრიელ მარტინელის გარეშე მოუწევთ.

    გაბიმ ფეხი 4 მარტს, "შეფილდთან" შეხვედრაში დაიზიანა და სტადიონი ყავარჯნით დატოვა. მას "ბრენტფორდის" წინააღმდეგ კვირას გამართულ მატჩში საერთოდ არ უთამაშია, რაც მიკელ არტეტას მიერ გაბის ამოსუნთქვის საშუალების მიცემად, რადგან იქამდე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტრავმა სერიოზული არ უნდა ყოფილიყო.

    22 წლის შემტევი რომ "მეთოფეებს" "პორტუსთანაც" დააკლდებათ, ამის ვარაუდის უფლებას მის მიერ დღევანდელი სავარჯიშო სესიის გამოტოვებაც გვაძლევს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში გაბრიელის მონაგარი 8 გოლი და 5 ასისტია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "არსენალისა" და "პორტუს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


    Facebook კომენტარები