• 04-07-2023
    გადაწყვეტილია! - გიორგი კვერნაძე “ფროზინონესთვის” შეუტევს
    გადაწყვეტილია! - გიორგი კვერნაძე “ფროზინონესთვის” შეუტევს

    20 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე კარიერას “ფროზინონეში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გიორგიმ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

    ცნობისთვის, გიორგი კვერნაძე ბოლოს ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    გიორგი თბილისის “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ, 20 წლის ფეხბურთელს “თელავშიც” უთამაშია.

    საგულისხმოა, რომ გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს. 

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ფროზინონე” სერია ა-ში ახლახან აღზევდა.

    Facebook კომენტარები