• 09-06-2023
    ცნობილია - როდის გაიმართება ოქოს ბურთის დაჯილდოვება
    ცნობილია - როდის გაიმართება ოქოს ბურთის დაჯილდოვება

    მედიაში ცნობილი ხდება, თუ როდის გაიმართება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, ოქროს ბურთის დაჯილდოვება.

    ორგანიზაცია "France Football" სოციალური ქსელის მეშვებით აცხადაებს, რომ ცერემონია 30 ოქტომბერს, პარიზში შატელეს ტეატრში გაიმართება, ნომინანტთა საბოლოო სია კი 6 სექტემბერს გახდება ცნობილი.

    მოგეხსენებათ, რომ ოქროს ბურთის ამჟამინდელი მფლობელი ფრანგი, კარიმ ბენზემაა, რომელმაც ეს ჯილდო მადრიდის "რეალში" ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ დაიმსახურა.

    გასული სეზონის ჯილდოს მთავარ ფავორიტად, ჟურნალისტები არგენტინელ შემტევს, ლიონელ მესის ასახელებენ, რომელსაც ზურგს უმარლეს დონეზე ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი უმაგრებს., დიდი ალბათობით მას ამ ტიტულისთვის ერლინგ ჰოლანდი შეეცილება, რომლის სტატისტიკაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

    Facebook კომენტარები