• 10-11-2023
    თარიღი ცნობილია! - როდის დაუპირისპირდებიან ილია თოფურია და ალექსანდერ ვოლკანოვსკი ერთმანეთს
    თარიღი ცნობილია! - როდის დაუპირისპირდებიან ილია თოფურია და ალექსანდერ ვოლკანოვსკი ერთმანეთს

    როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. 

    ზემოხსენებული ინფორმაცია MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის პრეზიდენტნა, დანა უაითმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

    დღეს უკვე ცნობილი გახდა თარიღი, როდესეაც მებრძოლები ერთმანეთს შეხვდებიან. ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება 18 თებერვალს გაიმართება, თუმცა ქალაქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

    ცნობისთვის, ავსტრალიელი მებრძოლი ბოლოს ისლამ მახაჩევთან დამარცხდა, ”ელ მატადორმა” კი ჯოშ ემეტის წინააღმდეგ იმარჯვა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები