• 22-07-2023
    გადაწყვეტილია! - პსჟ-მ მბაპეს ყიდის
    გადაწყვეტილია! - პსჟ-მ მბაპეს ყიდის

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში კილიან მბაპეს შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.

    რომანოს ცნობით, 24 წლის სუპერვარსკვლავი პსჟ-ს იაპონიის ტურნირზე არ გაყვება.

    ფრნაგული გრანდი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

    პსჟ-ს ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მბაპეს 2024 წელს გუნდის უფასოდ დატოვება სურდა, სწორედ ამიტომ მათ ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტეს.

    ცნობისთვის, მბაპე პსჟ-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ მბაპეს მთავარი მსურველი ყველასთვის ცნობილი მადრიდის “რეალი” გახლავთ.

    Facebook კომენტარები