28-07-2023
ოფიციალურად: ალექს კოლადო “რეალ ბეტისში” ითამაშებს
Author of the article
24 წლის ესპანელი ფეხბურთელი, ალექს კოლადო კარიერას “რეალ ბეტისში” გააგრძელებს. ინფორმაციას სევილიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 6 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
კოლადო “რეალ ბეტისს” კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდა.
ცნობისთვის, ალექსს “ელჩესა” და “გრანადაში” თამაშის გამოცდილებაც აქვს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალექს კოლადომ გასულ სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები