• 13-09-2023
    რაკიტიჩი: "რამოსი "სევილიას" სჭირდება"
    რაკიტიჩი: "რამოსი "სევილიას" სჭირდება"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსი "სევილიაში" დაბრუნდა. "სანჩეს პისხუანზე" ლეგენდა უკვე წარადგინეს და იგი ლა ლიგის მე-5 ტურის მატჩისთვისაც ემზადება.

    "დალაქების" ქომაგებში ლეგენდის დაბრუნებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ბანაკი რამოსს ჯერ კიდევ ვერ ჰპატიობს იმას, რომ მან 2005 წელს გუნდი "რეალზე" გაცვალა, მეორე კი 35 წლის მცველის კვლავ ანდალუსიაში ხილვით ბედნიერია. 

    სერხიოს ხორვატი თანაგუნდელი, ივან რაკიტიჩი მეორე აზრს ემხრობა.

    "სერხიო გვჭირდება. მას საკმარისზე მაღალი სათამაშო დონე აქვს. რამოსი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდს სიძლიერეს, ხალისსა და თავდადებას გადასცემს.

    მართალია, რომ ზაფხულში მას ინდივიდუალურად ვარჯიში იოლად არ გამოსვლია. მან თავადაც იცის, რომ გუნდში უნდა ჩაეწეროს. სანაკრებო პაუზა სერხიოსთვის, ისევე როგორც ყველასთვის, კარგი გამოდგა," - თქვა რაკიტიჩმა.

    შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" ლა ლიგის ახალი სეზონი 3-დან 3 მარცხით აიღო. "დალაქები" პირველი ქულების აღებას კვირას, "ლას პალმასის" წინააღმდეგ ეცდებიან.

    Facebook კომენტარები