• 05-10-2023
    ცნობილია: რა უთხრა ჩავიმ ფეხბურთელებს "პორტუსთან" მატჩის შემდეგ
    ცნობილია: რა უთხრა ჩავიმ ფეხბურთელებს "პორტუსთან" მატჩის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიური "პორტუ" დაამარცხა, ანგარიშით 1:0.

    "დრაგაუზე" ჩატარებული მატჩის ერთადერთი გოლი ფერან ტორესის ანგარიშზეა. თამაშში ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკის ნაცვლად ჩართულმა ესპანელმა თავი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გამოიჩინა.

    შეხვედრის ბოლო 10 წუთი "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს, რადგან პაბლო გავიმ ტრავმა მიიღო.

    მიუხედავად ყველა ხელისშემშლელი ფაქტორისა, გამარჯვება მაინც "ბლაუგრანას" დარჩა, რაც ჩავი ერნანდესმაც აღნიშნა.

    "დღეს თქვენ 3 უმძიმესი ქულა აიღეთ," - უთქვამს მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელებისთვის.

    აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მომდევნო მატჩს კატალონიელები დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ, შინ გამართავენ.

    Facebook კომენტარები