• 05-11-2023
    "გარსიას კვარას მიმართ ეს ჟესტი აჩვენებს, რომ..." - იტალიური მედია საინტერესო ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას
    "გარსიას კვარას მიმართ ეს ჟესტი აჩვენებს, რომ..." - იტალიური მედია საინტერესო ეპიზოდზე ამახვილებს ყურადღებას

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სერია ა-ს მე-11 ტურში "სალერნიტანას" სძლია.

    ამ მატჩში, "პარტენოპეის" თავკაცმა, რუდი გარსიამ ქართველი ვარსკვლავი ნაადრევად, 67-ე წუთძე შეცვალა.

    გასვლის დროს კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორი უკმაყოფილო იყო კვარა საკუთარი თამაშით, მედიას არც ის გამორჩენია, რომ გარსია სკამზე მჯდარ ხვიჩასთნ მივიდა და გაამხნევა. ამ ფაქტზე იტალიურ პრესაში ყურადღებას ამახვილებენ:

    "ეს იყო მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ფრანგ მწვრთნელს თავისი ფეხბურთელების მიმართ მუდამ კარგი განწყობა აქვს. ქართველი უმაღლესი კლასის მოთამაშეა და მას ყოველთვის სურს მატჩში საკუთარი კვალი დატოვოს"

    "სალერნიტანასთან" ის ვერ ბრწყინავდა და მან პირველმა გააცნობიერა ეს. ხვიჩა ამის ანაზღაურებას ოთხშაბათს "უნიონის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე შეეცდება", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები