როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, პაბლო გავიმ უმძიმესი ტრავმა მიიღო.
საქართველოს ნაკრებთან გამართულ მატჩში 19 წლის ვარსკვლავმა მინდორი პირველ ტაიმში დატოვა. მას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი ლევატის სრული რღვევა და გვერდითი მენისკის ნაწილობრივი დაზიანება აღენიშნება. გამოჯანმრთელების სავარაუდო პერიოდი 7-9 თვით განისაზღვრება.
ეს იმას ნიშნავს, რომ პაბლო "ბლაუგრანას" მხოლოდ 2024/2025 წლების სეზონის პრესეზონისთვის დაუბრუნდება.
Carrusel-ის ინფორმაციით, "ბარსას" გავის შემცვლელის შეძენა იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე არ შეეძლება. წესი, რომელიც ესპანურ კლუბებს აძლევდათ უფლებას, რომელიმე ფეხბურთელის მძიმე ტრავმის შემთხვევაში, ახალი მოთამაშე სატრანსფერო ფანჯრის დახურულობის პირობებშიც დაემატებინათ. 2020 წელს ეს წესი გაუქმდა.
აქედან გამომდინარე, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 19 წლის ვარსკვლავის შემცვლელი თავიანთ გუნდშივე უნდა მოძებნონ. Diario AS-ის თქმით, განიხილება ფერმინ ლოპესის, მარკ კასადოსა და ალექს გარიდოს ვარიანტები.
გარდა ამისა, "ბარსამ" "ჟირონაში" იჯარით გაშვებული პაბლო ტორეც შეიძლება დაიბრუნოს. ტორეს კატალონიურ გუნდში სათამაშო დრო არ ეძლევა და "ბლაუგრანა" იჯარის ნაადრევად გაწყვეტას ისედაც განიხილავდა, ახლა კი ასე სამოქმედოდ კლუბს კიდევ ერთი არგუმენტი გაუჩნდა.