• 17-12-2023
    "სევილიამ" მთავარი მწვრთნელი ისევ გაუშვა
    "სევილიამ" მთავარი მწვრთნელი ისევ გაუშვა
    Author of the article
    Aa

    ესპანურმა "სევილიამ" დიეგო ალონსო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    48 წლის ურუგვაელი "დალაქებს" სათავეში 10 ოქტომბერს, მას მერე ჩაუდგა, რაც ხოსე ლუის მენდილიბარს მიუთითეს კარისკენ. ალონსოს ანდალუსიური კარიერა სულ 9 კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რადგან მან გუნდს ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის ერთი მატჩიც კი ვერ მოაგებინა.

    დიეგოს ხელმძღვანელობით "სევილიამ" ერთადერთხელ მოიგო. ეს კოპა ამერიკაზე, ესპანეთის ქვედა დივიზიონის კლუბის წინააღმდეგ მოხდა.

    "სანჩეს პისხუანის" ბინადრებმა ალონსოს გაშვება შაბათს, "ხეტაფესთან" განადგურების მერე (0:3) გადაწყვიტეს. გადაწყვეტილება სპორტულმა დირექტორმა, ვიქტორ ორტამ გამოაცხადა.

    აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ "სევილიამ" მე-4 მწვრთნელი გამოიცვალა. "დალაქები" ლა ლიგის ცხრილში ახლა მე-16 ადგილზე იმყოფებიან.

    Facebook კომენტარები