• 27-12-2023
    "ატლეტიკო" დე პაულს "იუვენტუსში" არ გაანათხოვრებს
    "ატლეტიკო" დე პაულს "იუვენტუსში" არ გაანათხოვრებს
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "ატლეტიკოს" 29 წლის ნახევარმცველის, როდრიგო დე პაულის გადაბირებას ისევ ესწრაფვის, თუმცა "ზებრები" წინ ვერ მიიწევენ.

    არგენტინელი შუახაზელი "ვანდა მეტროპოლიტანოდან" აბარგების წინააღმდეგი არაა, რაც "ბიანკონერის" ინტერესის გამძაფრებისკენ უბიძგებს. მიუხედავად ამისა, პიემონტურ კლუბს ერთი დიდი პრობლემა აქვს.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "იუვეს" ფინანსური მდგომარეობა დე პაულის მხოლოდ იჯარის წესით დამატების საშუალებას აძლევს.

    ხოლო Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ, "როხიბლანკო" როდრიგოს განათხოვრებას არ აპირებს. დიეგო სიმეონეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ იგი კლუბს პერმანენტული ტრანსფერის სახით დატოვებს.

    მაშასადამე, დე პაულის მიერ გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოცვლის შანსი ძალიან მცირედ უნდა მივიჩნიოთ.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში როდრიგომ 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები