• 27-01-2024
    რაკიტიჩი "ალ შაბაბში" მიდის
    რაკიტიჩი "ალ შაბაბში" მიდის
    Author of the article
    Aa

    ხორვატული ფეხბურთის ლეგენდა და "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ლა ლიგას ტოვებს.

    Relevo-ს ინფორმაციით, 35 წლის შუახაზელი სეზონის ბოლოს "სევილიადან" წავა. ივანი კარიერის გაგრძელებას საუდის არაბეთის ჩემპიონატში აპირებს.

    წყაროს თანახმად, რაკიტიჩი "ალ შაბაბთან" შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა.

    ივანი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. შესაბამისად, მას ახალი გუნდის არჩევა თავისუფლად შეეძლება.

    შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩი "ბლაუგრანას" ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 310 მატჩში მან 35 გოლითა და 42 ასისტით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები