• 30-01-2024
    "ატლეტიკომ" კინის იჯარით აყვანა გადაიფიქრა
    "ატლეტიკომ" კინის იჯარით აყვანა გადაიფიქრა
    Author of the article
    Aa

    მოიზე კინის ტურინის "იუვენტუსიდან" მადრიდის "ატლეტიკოში" 6-თვიანი იჯარა ჩაიშალა, რადგან იტალიელმა თავდამსხმელმა მადრიდში სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "როხიბლანკოში" ფიქრობენ, რომ კინი მინიმუმ მარტის სანაკრებო პაუზამდე იუქმებს, რაც მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

    სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ საათებში "ბიანკონერიმ" ისეთი კლუბი უნდა მოძებნოს, რომელიც მოიზეს ფეხის ტრავმის მიუხედავად დაიმატებს. იქამდე, სანამ საქმეში "ატლეტიკო" ჩაერთვებოდა, იწერებოდა "ფიორენტინასა" და "მონცას" ინტერესის შესახებ, თუმცა ტრანსფერის განხორციელების შანსი ახლა მაინც ძალიან დაბალია.

    არადა "ზებრები" გეგმავდნენ, რომ 23 წლის ფორვარდის გაშვებით გაჩენილი სივრცე ნახევარმცველის დასამატებლად გამოეყენებინათ.

    ცნობისთვის, კინი უკვე რამდენიმე დღეა, მადრიდში იმყოფება. იგი "ატლეტიკოსა" და "ვალენსიას" შორის გამართულ მატჩსაც დაესწრო. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში მოიზეს თავი არაფრით გამოუჩენია.

    Facebook კომენტარები