• 13-02-2024
    "ბარსელონა" მარიო ერმოსოს აკვირდება
    "ბარსელონა" მარიო ერმოსოს აკვირდება
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" მადრიდის "ატლეტიკოს" მცველს, მარიო ერმოსოს აკვირდება, - იუწყება ჟერარ რომერო.

    28 წლის ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მოარული ხმების თანახმად, "როხიბლანკოს" შეთავაზებებული პირობები ერმოსოს არ აკმაყოფილებს, ამიტომ იგი ახალი კლუბის მოძებნას ეცდება.

    იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" მართლაც აპირებს რომელიმე ცენტრალური მცველის გაყიდვას, ერმოსო საკმაოდ კარგი ალტერნატივა უნდა იყოს.

    აღსანიშნავია, რომ მარიოს მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში.

    ერმოსომ მიმდინარე სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები