• 01-03-2024
    "ბარსას" და "იუვენტუსს" იანვარში ამრაბატის დამატება უნდოდათ
    "ბარსას" და "იუვენტუსს" იანვარში ამრაბატის დამატება უნდოდათ
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე სოფიან ამრაბატის დამატება სურდათ, - იუწყება ფაბრიციო რომანო.

    იტალიელი ჟურნალისტის თანახმად, ევროპულმა გრანდებმა "ფიორენტინასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის არსებული საიჯარო შეთანხმების გაწყვეტის შესაძლებლობაზე იკითხეს, თუმცა მანჩესტერიდან ამაზე უარი ითქვა.

    არადა, "წითელი ეშმაკებიდან" მაროკოელი ნახევარმცველის ტოსკანაში დაბრუნება "ბლაუგრანასა" და "ბიანკონერის" ხელ-ფეხს გაუხსნიდათ, რომ ის სეზონის დასრულებამდე ენათხოვრა.

    27 წლის ნახევარმცველით ეს კლუბები ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში ინტერესდებოდნენ, მაგრამ სატრანსფერო ბრძოლა მაშინ "ემიუმ" მოიგო.

    უნდა ითქვას, რომ ამრაბატის მანჩესტერული კარიერა წარუმატებლად მიმდინარეობს. პრემიერ ლიგაში მას სულ 7 მატჩი აქვს ნათამაშები და თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.

    Facebook კომენტარები