• 05-03-2024
    "ბარსაში" ნერვიულობენ - იამალს მუხლი აწუხებს
    "ბარსაში" ნერვიულობენ - იამალს მუხლი აწუხებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" 16 წლის ტალანტმა, ლამინ იამალმა უკანასკნელი ორი მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. "ხეტაფეს" წინააღმდეგ იგი სკამზევე დარჩა, ბილბაოს "ატლეტიკთან" კი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო. SPORT-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მუხლის დისკომფორტია, რომელსაც ესპანელი გარემარბი განიცდის.

    იამალი ბასკურ-კატალონიურ დაპირისპირებასაც დააკლდებოდა, "ბლაუგრანას" წამყვან ფეხბურთელებს ტრავმები რომ არ მიეღოთ და ჩავის სხვა გამოსავალი რომ დარჩენოდა.

    როგორც ირკვევა, კლუბში ლამინის მზადყოფნა "ნაპოლისთან" მატჩისთვისაც აღელვებთ, თუმცა ტექნიკური შტაბი მაინც იქითკენ იხრება, რომ იგი ნეაპოლელების პირისპირ თამაშს მოახერხებს.

    შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    იამალის ანგარიშზე 5 გოლი და 7 ასისტია.

    Facebook კომენტარები