• 10-03-2024
    "ბარსელონას" ალეგრი შესთავაზეს - კატალონიელთა პოზიცია
    "ბარსელონას" ალეგრი შესთავაზეს - კატალონიელთა პოზიცია
    Author of the article
    Aa

    თებერვალში "ბარსელონას" მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურა შესთავაზეს, - იუწყება Mundo Deportivo.

    წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იტალიელს საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტად მიიჩნევენ, თუმცა იგი კლუბის პრიორიტეტულ ვარიანტთა შორის ნამდვილად არ განიხილება.

    ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ალეგრის საფეხბურთო ფილოსოფიაა, რომელიც "ბლაუგრანას" დნმ-თან დიდად თავსებადი არ გახლავთ.

    შეგახსენებთ, რომ 56 წლის იტალიელი ამჟამად ტურინის "იუვენტუსს" უდგას სათავეში. მისი "ბიანკონერი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა.

    Facebook კომენტარები