• 22-03-2024
    "ამ შემთხვევაში საქართველოს მოვუგებთ" - საბერძნეთის ფეხბურთელის განცხადება
    "ამ შემთხვევაში საქართველოს მოვუგებთ" - საბერძნეთის ფეხბურთელის განცხადება

    როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის პლეი-ოფში საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა, სადაც საქართველოს დაუპირისპირდება. 

    თამაშის შემდეგ, ბერძნების შემტევმა, დიმიტრიოს პელკასმა მატჩი შეაფასა და ჩვენს გუნდთან მომავალ თამაშზე: 

    "შესანიშნავი საღამო გამოვიდა! შედეგით ბედნიერი ვარ, მაგრამ ზეიმს დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ, რადგან წინ ფინალი გველის! მიხარია, რომ მატჩის დასრულება პირველივე ტაიმში შევძელით" 

    "ვფიქრობ, სამშაბათს საქართველოსთან განსხვავებული მატჩი გველის. მეტოქის შესწავლას ხვალიდან დავიწყებთ, რადგან აქამდე მხოლოდ ყაზახეთზე ვიყავით კონცენტრირებულნი. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, რათა ზაფხულში გერმანიაში ვითამაშოთ!" 

    "ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ საერთაშორისო ტურნირზე თითქმის არცერთ ჩვენგანს არ გვიასპარეზია. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო მატჩში, მჯერა, რომ საქართველოს დავამარცხებთ და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ!", - თქვა პელკასმა.

    Facebook კომენტარები