• 27-04-2024
    როკე "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს
    როკე "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს
    Author of the article
    Aa

    ვიტორ როკე "ბარსელონას" ზაფხულში დატოვებას არც კი განიხილავს, - ირწმუნება SPORT-ის ჟურნალისტი, ხოაკიმ პიერა.

    ბრაზილიელ თავდამსხმელს ესმის, რომ პრესეზონის "ბლაუგრანას" შემადგენლობასთან ერთად გავლა მისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მოგეხსენებათ, გუნდს იგი იანვარში შეუერთდა, ამიტომ ამის შესაძლებლობა ჯერ არ მისცემია.

    მოარული ხმების მიხედვით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 19 წლის ფორვარდის განათხოვრებას განიხილავდნენ, თუმცა კლუბში რეალურად სულ სხვა პოზიცია აქვთ.

    ვიტორმა "ბარსას" პირველი გუნდის მაისურით სულ 310 წუთი ითამაშა, სადაც 2 გოლით გამოიჩინა თავი.

    მოსალოდნელია, რომ ლა ლიგის დარჩენილ ტურებში როკეს უფრო მეტი დრო დაეთმობა, რადგან კატალონიელებს  საჩემპიონო ამბიციები უკვე აღარ ამოძრავებთ.

    Facebook კომენტარები