• 30-06-2023
    გადაწყვეტილია! - გიორგი კვერნაძე “ფროზინონეში” ითამაშებს
    გადაწყვეტილია! - გიორგი კვერნაძე “ფროზინონეში” ითამაშებს

    20 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე კარიერას “ფროზინონეში” გააგრძელებს. 

    იტალიური გუნდის პრეზიდენტმა, გუიდო ანგელოზიმ გიორგის ტრანსფერის შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა:

    “გიორგი კვირას ჩამოვა, ორშაბათს კი ჩვენს გუნდთან კონტრაქტს ხელს მოაწერს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის”. - განაცხადა ანგელოზიმ.

    ცნობისთვის, გიორგი კვერნაძე ბოლოს ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    გიორგი თბილისის “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ, 20 წლის ფეხბურთელს “თელავშიც” უთამაშია.

    საგულისხმოა, რომ გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს. 

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ფროზინონე” სერია ა-ში ახლახან აღზევდა.

    Facebook კომენტარები