• 05-07-2023
    თამაზ მაქაცარია “ჟენისში” გადავიდა
    თამაზ მაქაცარია “ჟენისში” გადავიდა

    27 წლის ქართველი მოთამაშე, თამაზ მაქაცარია კარიერას “ჟენისში” გააგრძელებს. ინფორმაციას ყაზახური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “ჟენისმა” ახალგაზრდა ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა.

    მაქაცარია ბოლოს “ყიზილჟარის” ღირსებას იცავდა, სადაც 17 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

    თამაზს კარიერის უმეტესი ნაწილი საქართველოში აქვს გატარებული. 27 წლის ფეხბურთელს “გაგრაში”, გორის “დილაში”, “ვიტ ჯორჯიაში”, “სამტრედიაში”, “რუსთავში”, ბათუმის “დინამოში” “ცხინვალსა” და ბოლნისის “სიონში” უთამაშია.

    ცნობისთვის, “ჟენისი” ყაზახეთის უმაღლეს ჩემპიონატში გასულ წელს აღზევდა.

    Facebook კომენტარები