• 26-07-2023
    ეპოქის დასასრული! - ჯორდან ჰენდერსონი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
    ეპოქის დასასრული! - ჯორდან ჰენდერსონი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

    საუდის არაბეთის ლიგას კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ჯორდან ჰენდერსონი შეუერთდა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას “ალ ეტიფაქში” გააგრძელებს.

    გამოცდილი მოთამაშე ახალ გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

    ჰენდერსონმა “ლივერპულში” ნამდვილი ეპოქა შექმნა, 33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 492 ჩატარებულ შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა და 74 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ჯორდანმა თავის ყოფილ გუნდთან ერთად 8 თასი მოიგო.

    Facebook კომენტარები