• 07-08-2023
    ბრიტანელი ჟურნალისტი: "ხვიჩას ტრანსფერით "არსენალი" ძალიან გარისკავს"
    ბრიტანელი ჟურნალისტი: "ხვიჩას ტრანსფერით "არსენალი" ძალიან გარისკავს"
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ლონდონის "არსენალს" დაუკავშირეს. აღნიშნულ ცნობებს ბრიტანელი ჟურნალისტი პოლ ბრაუნი გამოეხმაურა.

    "ხვიჩა "არსენალში"? ამ ტრანსფერის განხორციელებით "მეთოფეები" ძალიან გარისკავენ. ამაზე მიხაილო მუდრიკის მაგალითიც მეტყველებს. ქართველს პრემიერ ლიგაში არასდროს უთამაშია. ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა, როცა მუდრიკი "ჩელსის" შეუერთდა. ეს ტრანსფერი ჩავარდა. მიხაილო ინგლისში ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თავს.

    დარწმუნებული ვარ, ამ ყოველივეს "არსენალში" კარგად გაანალიზებენ და კვარაცხელიაში დიდ თანხას არ გადაიხდიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგა და ხვიჩამ ისე ითამაშა, როგორც ამას "ნაპოლიში" აკეთებს, "მეთოფეების" ქომაგები აღფრთოვანებულნი დარჩებიან," - თქვა ბრაუნმა.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების მიხედვით, კვარა მომდევნო სეზონსაც ნეაპოლურ გუნდში გაატარებს.

    თავის პირველ იტალიურ სეზონში ხვიჩამ 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა დააფიქსირა, რითაც სერია ა-ს სეზონი საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაიმსახურა.

    Facebook კომენტარები