• 27-09-2023
    "ბარსა" "სიტის" პრაქტიკულად შეუთანხმდა - რა თანხად შეეცდება კლუბი კანსელუს ყიდვას
    "ბარსა" "სიტის" პრაქტიკულად შეუთანხმდა - რა თანხად შეეცდება კლუბი კანსელუს ყიდვას
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ კანსელუ გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიდან" იჯარით კატალონიის "ბარსელონას" რიგებს შეუერთდა.

    მიუხედავად არცთუისე ბევრი ჩატარებული შეხვედრისა, პორტუგალიელი მოთამაშე "ბლაუგრანას" არაჩვეულებრივად მოერგო.

    გამოცემა "El Chiringuito TV"-ის ინფორმაციით, კატალონიელებმა "ქალაქელებთან" ჟოაუს ყიდვის თაობაზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს.

    როგორც იწერება, "ბლაუგრანა" განაპირა მცველის ხელში ჩაგდებას 35 მილიონ ევროდ ეცდება.

    ასე და ამგვარად, საინტერესოა საბოლოოდ დათანხმდება თუ არა "სიტი" "ბარსას" ამ წინადადებას.

    Facebook კომენტარები