• 12-10-2023
    "ხვიჩა შეგვიძლია ამ ფეხბურთელს შევადაროთ" - ტაილანდის მწვრთნელის კომენტარი
    "ხვიჩა შეგვიძლია ამ ფეხბურთელს შევადაროთ" - ტაილანდის მწვრთნელის კომენტარი
    Author of the article
    Aa

    როგორც იცით, დღეს საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა შედგება.

    მატჩის წინ, სტუმართა მთავარმა მწრთვნელმა, ალექსანდრ ჰოლკინგმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

    "ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. საქართველო დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა. გერმანიაში ვთამაშობდი და უშუალოდ მინახავს ქართველების თამაში, მათ შორის, ლევან კობიაშვილის.

    "ხვიჩას საკმაოდ რთული გვარი აქვს, თუმცა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მისი შედარება ბრაზილიელებთან შესაძლებელია. ტექნიკური ელემენტებით შეგვიძლია ნეიმარს შევადაროთ. მას უკვე დიდი მიღწევები გააჩნია და ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მოტივაციაა. კვარაცხელიას წინააღდმდეგ თამაში ჩვენთვის გამოწვევაა", - თქვა ჰოლკინგმა.

    Facebook კომენტარები