• 01-11-2023
    "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ვირცისთვის იბრძოლებენ
    "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ვირცისთვის იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლევერკუზენის "ბაიერმა" 2023/2024 წლების სეზონი ფენომენალურად დაიწყო. "ფარმაცევტები" ბუნდესლიგას ლიდერობენ, ყველა ტურნირზე კი უკვე 50 გოლი აქვთ გატანილი, რითაც ტოპ 5 ჩემპიონატის სხვა ვერცერთი წარმომადგენელი დაიკვეხნის.

    "ბაი არენას" ბინადრების ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედი 20 წლის ნახევარმცველი, ფლორიან ვირცია. მართალია, სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა, თუმცა აქედანვე შეიძლება იმის თქვა, რომ გერმანელი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფიგურა იქნება.

    TeamTalk-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირცი სამიზნეში ლონდონის "ჩელსიმ" ამოიღო. "არისტოკრატები" ახალგაზრდა ფეხბურთელის მრავალმხრივობით მოხიბლულნი არიან და ფიქრობენ, რომ მისი დამატებით შემადგენლობას სერიოზულად გაიძლიერებენ.

    ფლორიანით დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტი". "ეტიჰადზე" მას კევინ დე ბრუინის მემკვიდრედ მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ თავად მოთამაშეს პეპ გვარდიოლასთან მუშაობის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს.

    ვირცს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ "ბაიერნსა" და "ბარსელონასაც", მაგრამ კატალონიური გრანდი ამ ბრძოლის მიღმა უნდა განვიხილოთ. "ბლაუგრანას" "ლევერკუზენის" მოთხოვნილი 80 მილიონი ევროს გადახდის სახსრები უბრალოდ არ გააჩნია.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ფლორიანმა 5 გოლი და 9 ასისტი მიითვალა.


    Facebook კომენტარები