• 08-12-2023
    "სუსტები ვიყავით" - სონი "ვესტ ჰემთან" მარცხზე
    "სუსტები ვიყავით" - სონი "ვესტ ჰემთან" მარცხზე
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემს" ინგლისის პრემიერ ლიგაში უკვე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბოლო 5 შეხვედრაში თავიანთთვის მე-4 მარცხი "დეზებმა" თანაქალაქელი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ განიცადეს.

    "სპურსი" კრისტიან რომეროს გოლით იგებდა, თუმცა ჯაროდ ბოუენისა და ჯეიმს ვარდ-პრაუსმა გამარჯვება დევიდ მოიესის გუნდს არგუნეს.

    წაგებული შეხვედრა "ტოტენჰემის" მთავარმა ვარსკვლავმა, ჰონ მინ სონმა Daily Mail-თან ინტერვიუში შეაფასა.

    "ამ მატჩის წაგება მიუღებელია. ზედიზედ მე-5 შეხვედრაში დავწინაურდით. "ვესტ ჰემთან" თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ დღეს სუსტები ვიყავით.

    პრემიერ ლიგაში არასდროს იცი, თუ რა მოხდება ბოლოს," - თქვა სამხრეთ კორეელმა.

    ენჟ პოსტეკოგლუს კოლექტივს 27 ქულა აქვს. სატურნირო ცხრილში "ტოტენჰემი" მე-6 პოზიციას იკავებს და ლიდერ "არსენალს" 9 ქულით ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები