• 25-02-2024
    ეს რეკორდია - "არსენალის" საოცარი მაჩვენებელი
    ეს რეკორდია - "არსენალის" საოცარი მაჩვენებელი
    Author of the article
    Aa

    ჩემპიონთა ლიგაზე შუა კვირაში განცდილი მარცხისთვის ლონდონის "არსენალმა" გულშემატკივრებს გუშინ "ნიუკალს იუნაიტედის" განადგურებით მოუბოდიშა. 

    "ემირეიტსზე" გამართულ მატჩში მასპინძლები მე-18 წუთზე სვენ ბოტმანის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 6 წუთში ამას კაი ჰავერცის გოლი მოჰყვა. კიდევ ორი გოლი "ჯორდებმა" მეორე ნახევრის 4-წუთიან მონაკვეთში გაუშვეს, როცა ლორის კარიუსის კარი ბუკაიო საკამ და იაკუბ კივიორმა აიღეს. ერთადერთი, რაც "კაჭკაჭებმა" გუშინ გაახერხეს, ჯო ვილოკის მიერ გატანილი პრესტიჟის ბურთი გახლდათ.

    საბოლოო ანგარიშად 4:1 დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მეთოფეებმა" წუხელ ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარეს.

    კერძოდ, "არსენალი" გახდა პირველი გუნდი პრემიერ ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 7 ტაიმში გაიტანა მინიმუმ 2 გოლი:

    არსენალი 3:1 ლივერპული - მეორე ტაიმი - 2 გოლი 

    ვესტ ჰემი 0:6 არსენალი - პირველი ტაიმი - 4 გოლი

    ვესტ ჰემი 0:6 არსენალი - მეორე ტაიმი - 2 გოლი

    ბარნლი 0:5 არსენალი - პირველი ტაიმი - 2 გოლი

    ბარნლი 0:5 არსენალი - მეორე ტაიმი - 3 გოლი

    არსენალი 4:1 ნიუკასლი - პირველი ტაიმი - 2 გოლი

    არსენალი 4:1 ნიუკასლი - მეორე ტაიმი - 2 გოლი

    მიკელ არტეტას ბიჭები პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე პოზიციაზე არიან და ლიდერ "ლივერპულამდე" 3 ქულა აშორებთ. მომდევნო მატჩს გუნდი 4 მარტს, "შეფილდ იუნაიტედის" წინააღდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები