• 01-03-2024
    რიჩარლისონი "ტოტენჰემს" 1 თვით გამოაკლდა
    რიჩარლისონი "ტოტენჰემს" 1 თვით გამოაკლდა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის მთავარმა მწვრთნელმა ენჟ პოსტეკოგლუმ დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელი თავდამსხმელი, რიჩარლისონი 3-4 კვირით იუქმებს.

    26 წლის შემტევმა მუხლის ტრავმა "ვულვზთან" წაგებულ (1:2) მატჩშიც მიიღო.  

    "რიჩი იმედგაცრუებულია, რადგან გუნდს იგი მნიშვნელოვან სამსახურს უწევდა, მაგრამ ჩვენი სეზონი ასე მიმდინარეობს," - განაცხადა ავსტრალიელმა სპეციალისტმა.

    პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში რიჩარლისონს 10 გოლი აქვს გატანილი. ამ 10 გოლიდან 9 უკანასკნელ 10 შეხვედრაზე მოდის, რაც მიუთითებს, რომ "დეზების" შვიდიანი შესანიშნავ ფორმაში გახლდათ შესული.

    მეხუთეადგილოსანი "ტოტენჰემი", რომელიც ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩება, შაბათს "კრისტალ პალასს" მასპინძლობს. ლონდონური დერბი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები