• 08-03-2024
    "ვესტ ჰემი" ზაფხულში სმიტ როუს შეძენას ეცდება
    "ვესტ ჰემი" ზაფხულში სმიტ როუს შეძენას ეცდება
    Author of the article
    Aa

    "ვესტ ჰემი" ზაფხულში ლონდონის "არსენალის" შემტევის, ემილ სმიტ-როუს გადაბირებას ეცდება, - იუწყება FourFourTwo.

    "ჩაქუჩების" მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს სმიტ როუს დამატება 2023 წლის ზაფხულშიც უნდოდა. ლონდონელებმა მაშინ თანაქალაქელებთან მოლაპარაკებაც სცადეს, მაგრამ ემილი მაინც "ემირეიტსზე" დარჩა, შოტლანდიელი სპეციალისტის სურვილის ასრულებამ კი მინიმუმ 1 წლით გადაიწია.

    იმ ფონზე, რომ ლონდონის ოლიმპიური სტადიონის ბინადართა ბრაზილიელ ვარსკვლავს, ლუკას პაკეტას "მანჩესტერ სიტის" ისევ უკავშირებენ. "ვესტ ჰემში" სმიტ როუ სწორედ პაკეტას შესაძლო შემცვლელად წარმოუდგენიათ.

    გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი შეიძლება არც ემილი იყოს, რომელსაც "მეთოფეთა" რიგებში სათამაშო დრო არც ისე ხშირად ეძლევა.

    ორიოდე სეზონის წინ ემილი "არსენალის" მომავალ ლიდერად მიიჩნეოდა, თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმამ იგი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო და საუკეთესო ფორმაც დააკარგვინა.

    23 წლის ინგლისელს Transfermarkt-ი 25 მილიონ ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში მან სულ 1 ასისტით გამოიჩინა თავი.

    Facebook კომენტარები