• 10-03-2024
    მედისონი: "ასტონ ვილა" დაიღალა და ეს დაგვეხმარა"
    მედისონი: "ასტონ ვილა" დაიღალა და ეს დაგვეხმარა"
    Author of the article
    Aa

    ინგლისის პრემიერ ლიგის მე-4 და მე-5-ადგილოსნების მატჩი იმაზე გაცილებით ნაკლებად დაძაბული გამოდგა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. ლონდონის "ტოტენჰემმა" "ვილა პარკზე" ადგილობრივ "ასტონ ვილას" 4 უპასუხო გოლი გაუტანა.

    მართალია, "ვილანები" 65-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ (მთავარმა მსაჯმა ჯონ მაკგინი გააძევა), თუმცა მათი გამანადგურებელი მარცხი ბოლომდე ამას ვერ დაბრალდება, რადგან "სპურსმა" 2 გოლი 11-კაციან მეტოქეს გაუტანა. 50-ე წუთზე ჯეიმს მედისონმა შეაგდო, 53-ეზე კი - ბრენან ჯონსონმა. შეხვედრის კომპესირებულ დროში ჰონ მინ სონი და ტიმო ვერნერიც გამოირჩნენ.

    "დეზების" ბენეფისის შესახებ კომენტარის გაკეთება შეხვედრის პირველი გოლის ავტორს სთხოვეს.

    "მწვრთნელმა შესვენებაზე გვითხრა, რომ გაგვეგრძელებინა ის, რასაც პირველ ტაიმში ვაკეთებდით, რადგან ბოლო 10 წუთში მეტოქეს დაღლა შეეტყო, მეორე ტაიმში გოლების გატანა კი ჩვენთვის ჩვეული ამბად იქცა.

    ისინი ხშირად აკეთებდნენ გრძელ პასს, მერე კი დაიღალნენ, რაც სწრაფად წინსვლაში გვეხმარებოდა. დაგვეხმარა წითელი ბარათიც, მაგრამ იქამდე უკვე ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა მოპოვებული. 10 კაცით დარჩენის მერე ისინი უბრალოდ წაილეკნენ," - თქვა მედისონმა.

    "ტოტენჰემი" ახლა მეოთხეადგილოსან "ასტონ ვილას" 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათზე 1-ით ნაკლები მატჩიც აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას ენჟ პოსტეკოგლუს ბიჭები 16 მარტს, "ფულემის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    Facebook კომენტარები