• 11-03-2024
    ოდეგორი: "ბრენტფორდთან" მატჩი "პორტუსთვის" ვარჯიში გამოვიდა"
    ოდეგორი: "ბრენტფორდთან" მატჩი "პორტუსთვის" ვარჯიში გამოვიდა"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალის" ნორვეგიელმა ნახევარმცველმა, მარტინ ოდეგორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი "პორტუსთან" დაპირისპირებაში მზად ნებისმიერი სცენარისთვისაა.

    "თითოეულ შეხვედრაში ბევრი განსხვავებული რამ ხდება. "პორტუსთან" პირველ მატჩში თამაში ძალიან ხშირად ჩერდებოდა, ეს კი ტემპის დაგდებას იწვევდა.

    მსგავსი რამ "ბრენტფორდთანაც" ნახეთ და ვფიქრობ, რომ ამას ბრწყინვალედ გავუმკლავდით. ჩემი აზრით, ეს კარგი ვარჯიში იყო.

    "ბრენტფორდის" წინააღმდეგ გამოჩნდა, რომ "პორტუსთან" დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლეთ. იმედია, ამას ხვალ კიდევ უკეთ გავაკეთებთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ფეხბურთის თამაში გვინდა. არ გვსურს, რომ ზედმეტი ყურადღება დავუთმოთ იმას, თუ რას გააკეთებს მეტოქე. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და მთავარი სწორედ ეს არის.

    ბევრ განსხვავებულ სიტუაციასთან და დროის გაყვანის მცდელობებთან მოგვიწია გამკლავება. ემოციები მთელი შეხვედრის განმავლობაში უნდა გვეკონტროლებინა და ამოცანა ზუსტად შევასრულეთ," - თქვა 25 წლის ვარსკვლავმა.

    "ბრენტფორდს" ლონდონელებმა კვირას, კაი ჰავერცის მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგეს. რაც შეეხება "დრაგაუზე" 21 აპრილს ჩატარებულ შეხვედრას, იქ "პორტუმ" გალენოს შედევრით მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკელ არტეტას შეგირდებს ხვალ ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვთ აღმოსაფხვრელი.

    ინგლისურ-პორტუგალიური დუელის მეორე დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები